სპილენძა (ლათ. Coronella austriaca) — გველი ანკარასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 80 სმ, ფერად მურა ან მოწითალოა, ზურგზე შავი წინწკლები აყრია. გავრცელებულია ევროპასა და დასავლეთ აზიაში. საქართველოში გვხვდება მთისწინეთში, ტყის სუბალპურ და ალპურ ზონაში. შედარებით მშრალი ადგილების ბინადარია. იმალება სოროებში, ქვებისა და კუნძების ქვეშ. იკვებება ძირითადად ხვლიკებით, აგრეთვე მღრღნელებით და მწერებით. დიდტანიან მსხვერპლს სხეულის რგოლებით გუდავს. კვერცხცოცხლადმშობია. შობს 2-15 ნაშიერს.
ლიტერატურა