სიუდად-ოხედა (ესპ. Ciudad Ojeda) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ვენესუელაში, სულიას შტატში. მდებარეობს მარაკაიბოს ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. 2005 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 128 941 ადამიანს შეადგენდა.
ისტორია
ქალაქი დაარსდა 1937 წლის 19 იანვარს, პრეზიდენტ ელეასარ ლოპეს კონტრერასის მიერ,[1] დღეისათვის კი ის მარაკაიბოს ტბის რეგიონის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მთავარი ცენტრია.
სახელის წარმოშობა
სახელი ეწოდა ესპანელი ალონსო დე ოხედას პატივსაცემად, რომელმაც მარაკაიბოს ტბა აღმოაჩინა.
მოსახლეობა
ვენესუელის სხვა ქალაქებთან მიმართებაში, სიუდად-ოხედა საშუალო ზომის ქალაქია დაახლოებით 130 000 მცხოვრებით, რომელთა უმრავლესობაც ვენესუელელია. ასევე არსებობს უცხოური, ძირითადად იტალიური, პორტუგალიური, ჩინური და არაბული საზოგადოებები, რომელთა ხელშიცაა ქალაქის კომერციული საქმიანობის უდიდესი წილი.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო