სინოპე[1] (ძვ. ბერძნ. Σινώπη) — მდინარის ღმერთ ასოპოსის უმანკო ასული, ასირიელი ფერია, ქალაქ სინოპის ეპონიმი. მის ამბავს მოგვითხრობს აპოლონიოსი: „აქ დაასახლა ღმერთმა სინოპე — ნიმფა, ასული აზოპოსისა, ზევსმა ისურვა მასთან დაწოლა“, პირობა მისცა, შეგისრულებ ყოველგვარ თხოვნასო. „მაშ ქალწულობა შემინახეო“ — მიუგო ნიმფამ. ასე გადარჩა. არც აპოლონი გაიკარა, ვერც მდინარის ღმერთი ჰალისი ეღირსა მასთან წოლას, ვერც ვინმე მოკვდავთაგანი.[2]
მის სახელს ატარებს იუპიტერის ერთ-ერთი თანამგზავრი სინოპე.
სქოლიო
- ↑ გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბ., 1983, გვ. 453
- ↑ არგონ. 11, 946