სიმონ სხირტლაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს საბურთალოს რაიონში (საბურთალო); ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან საირმის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში. ადრე ბელოსტოკის ქუჩა ერქვა. მწერალ სიმონ სხირტლაძის სახელი 1993 წელს ეწოდა.