სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალი (ინგლ. Seattle International Film Festival, შემოკლებით SIFF) — კინოფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება 1976 წლიდან სიეტლში, ვაშინგტონის შტატში, აშშ-ში. SIFF ითვლება ერთ-ერთ წამყვან კინოფესტივალად ჩრდილოეთ ამერიკაში, რომლის აუდიტორია წლიდან წლამდე იზრდება; 2006 წელს ფესტივალს ესწრებოდა 160,000 მაყურებელი.[1] ფესტივალი მიმდინარეობს 24 დღის განმავლობაში მაისსა და ივნისში და მოიცავს ფილმების მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის დამოუკიდებელ, უცხოურ და დოკუმენტურ ფილმებს.
2006 წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 300-ზე მეტი ფილმი. 2008 წელს ეს ციფრი შედარებით შემცირდა, ხოლო 2010 წელს ფესტივალზე წარმოადგინეს 400-ზე მეტი მხატვრული ფილმი.[2]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო