კუნძულ მადაგასკარიდან გამოყოფილია სრუტით, რომელიც ყველაზე ვიწრო ადგილში 6 კმ-ია. წაგრძელებულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე — 49 კმ, სიგანე — 5-10 კმ. კუნძულის სამხრეთ დაბოლოებასთან განლაგებულია პატარა კუნძული ნატი, რომელიც სენტ-მარიდან დაახლოებით 400 მ სიგანის სრუტით არის გამოყოფილი.
ისტორია
კუნძულის ისტორია დაკავშირებულია მეკობრეებთან, რომლებსაც აქ ჰქონდათ ბაზა. სენტ-მარი მოხსენებულია გამოგონილ მეკობრეთა სახელმწიფო ლიბერტალიასთან დაკავშირებით.
მოსახლეობა
2013 წლის მონაცემების მიხედვით კუნძულზე ცხოვრობდა 26 547 ადამიანი. მთავარი დასახლებული პუნქტია ამბუდიფუტატრა (Ambodifotatra).
ტრანსპორტი
კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს აეროპორტი, რომელიც ადგილობრივ ავიახაზებს ემსახურება.