სენექერიმი (სომხ. Սենեքերիմ; დ. უცნობია — გ. 1094 ან 1096) — სიუნიქის სამეფოს მეხუთე მეფე 1072—1094/1096 წლებში.
ქვეყანას მართავდა თავის და შაჰანდუხტთან ერთად. მეცენატობდა ტათევის მონასტერს. ძალაუფლების განტკიცების მიზნით იგი ჩავიდა ისპაანში და მელიქ-შაჰის ვასალობა იკისრა[1]. მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ სიუნიქში სელჩუკები შემოიჭრნენ და სენექერიმი მოკლეს.
სტეფანოს ორბელიანის მიხედვით სენექერიმი თავს სომხეთის მეფეს უწოდებდა[2].
სქოლიო
- ↑ V. Minorsky. Studies in Caucasian History. — CUP Archive, 1953. — გვ. 72.:
- ↑ Степанос Орбелян. История области Сисакан. — М., 1861. — გვ. 235.