სემიონ ათანასეს ძე ჩუიკოვი (რუს.Семён Афанасьевич Чуйков; დ. 17 (30) ოქტომბერი, 1902, პიშპეკი, ახლანდ. ბიშკეკი — გ. 18 მაისი, 1980, მოსკოვი) — რუსი და ყირგიზი ფერმწერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1963), სსრკ სამხატვრო აკადემიის წევრი (1958). თანამედროვე ყირგიზული ეროვნული სკოლის ფუძემდებელი. 1918–1920 წლებში სწავლობდა ნიკოლოზ ხლუდოვთან ქალაქ ვერნიში (დღ. ალმათი), 1924–1930 წლებში კი — რობერტ ფალკთანვხუტემას-ვხუტეინში, მოსკოვში. 1930-იანი წლების დასაწყისში იყო ყირგიზეთის მხატვართა კავშირისა და ბიშკეკში გაპარ აიტიევის სახელობის ყირგიზეთის სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმის ორგანიზების ინიციატორი. რუსულ რეალისტურ ხელოვნებაზე დაყრდნობით ჟანრობრივ და პეიზაჟურ ფერწერაში დაამუშავა ყირგიზული ეროვნული თემატიკა: „ყირგიზული კოლმეურნეობის სიუიტა“ (1939–1948; ნაწარმოები: „დილა“, 1947; „საბჭოთა ყირგიზეთის ქალიშვილი“, 1948 და სხვ.), „ჩვენ გვაქვს ყირგიზეთში“ (1946–1967) და სხვ. 1950–1960-იან წლებში, ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ, მან ნახატებში გადმოსცა ამ ქვეყნის სახეები („ბომბეის სანაპიროზე საღამოს“, 1954; ყველა — ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეა). სემიონ ჩუიკოვის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია პლასტიკური მკაფიოობა, სიმკაცრე და კომპოზიციის სიმარტივე, ფერთა შეხამების ემოციურად გამომხატველი დამუშავება. მის მოწიფულ შემოქმედებაში მომატებულია მონუმენტალიურობის თვისებები („ინდოეთის უბრალო ადამიანებზე“, ტრიპტიქი, 1957–1960, რუსული მუზეუმი). ასწავლიდან სამხატვრო აკადემიასა (1930–1932) და მოსკოვის სამხატვრო ინსტიტუტში (1947–1948). მიღებული აქვს სტალინური პრემია (1949, 1951). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1972).
გალერეა
„საბჭოთა ყირგიზეთის ქალიშვილი“ (1948) საბჭოთა მარკაზე