სემიკარაკორსკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი (რუს. Семикаракорский историко-краеведческий музей) — ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი როსტოვის ოლქის სემიკარაკორსკის რაიონი ქალაქ სემიკარაკორსკში.
მუზეუმის მისამართი: როსტოვის ოლქი, სემიკარაკორსკი, ვ. ზაკრუტკინის პროსპექტი № 25.
ისტორია
სემიკარაკორსკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი შეიქმნა 1997 წელს. 2000 წლიდან იგი ოფიციალურად გაიხსნა დამთვალიერებლებისათვის, როგორც კულტურული და სასწავლო-საგანმანათლებლო განყოფილება.
მუზეუმის ექსონატების რაოდენობა შეადგენს 16 000 ერთეულს, რომლებიც თავმოყრილია ძირითად და სასწავლო-საგანმანათლებლო ფონდებში. ამ თვალსაზრისით იგი როსტოვის ოლქის მუზეუმებს შორის უმსხვილესია. ოთხ დარბაზში განთავსებულია ლიტერატურულ-მონოგრაფიული ექსპოზიცია „მწერალ ბორის კულიკოვის ცხოვრება და შემოქმედება“. მუზეუმის ექსპოზიციებში დამთვალიერებლებს შეუძლიათ გაეცნონ სახვით ხელოვნებას, სემიკარაკორსკის ყოფა-ცხოვრებასა და ეთნოგრაფიას XIX საუკუნის დასასრულიდან XX საუკუნის პირველ ნახევრამდე, ასევე სემიკარაკორსკის სამხედრო და შრომის ისტორიას.
მუზეუმთან მოქმედებს სამი ლიტერატურულ-ისტორიული გაერთიანება კოჩეტოვსკაიაში „ტატიანას დღე“, „სილამაზის მოყვარულთა კლუბი“ და „სამშობლოს ისტორიის მოყვარულთა კლუბი“ ქალაქ სემიკარაკორსკში. 2004 წლიდან მუზეუმის შემადგენლობაში, როგორც სტრუქტურული ქვედანაყოფი, შედის ვიტალი ზაკრუტკინის სახლ-მუზეუმი, რომელიც გაიხსნა 1986 წელს. სახლ-მუზეუმის სამუზეუმო ფონდი მოიცავს 6 000 მეტ ექსპონატს[1][2].
2013 წელს სემიკარაკორსკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი როსტოვის ოლქიდან პირველად შეიტანეს რუსეთის ფედერაციის სამუზეუმო ფონდის კატალოგში, რომელიც შეიქმნა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით[3][4].
მუზეუმში ყოველწლიურად იმართება ღონისძიება, რომელიც ეძღვნება დიდი სამამულო ომის სამახსოვრო თარიღებს[5][6].
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო