საღამოს ტბას ახლო წარსულში „დუმაგიოლის“ სახელითაც მოიხსენიებდნენ. ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზე საღამოს ტბის სანაპიროზე სოფელი დუმა არის აღნიშნული.
ისტორია
სოფელში დგას სამი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი - სამი ეკლესია. მათგან ყველაზე ადრინდელი არის X საუკუნის მოზრდილი დარბაზული ეკლესია. სოფლის სამხრეთით მდებარეობს X-XIII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი საღამოს ეკლესია. იგი სხვა ეკლესიებთან შედარებით უკეთ არის შემონახული. მისი ფასადები ჩუქურთმებითაა შემკული. წყობაში ერთმანეთს ენაცვლება რუხი და ვარდისფერი ქვები. ასომთავრული წარწერების კვალი აქაც შეიმჩნევა.