„საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი“ — საპატიო წოდება, რომელსაც საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი გადასცემდა სახვითი ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ საპატიო წოდება „საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი“ და თავი გამოიჩინეს ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მაღალმხატვრულ ნაწარმოებთა შექმნაში, თეატრალური სპექტაკლების, კინო და ტელეფილმების გაფორმებაში; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ეროვნული კულტურის საგანძურში, აქტიურად მონაწილეობდნენ რესპუბლიკის კულტურის დაწესებულებათა მუშაობაში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში