სან-მარკოსი (ესპ. San Marcos) — დეპარტამენტი გვატემალაში. დედაქალაქია სან-მარკოსი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება უეუეტენანგოს დეპარტამენტი, აღმოსავლეთით და სამხრეთ–აღმოსავლეთით კეცალტენანგოს დეპარტამენტი, სამხრეთით რეტალულეუს დეპარტამენტი, დასავლეთით კი მექსიკა.
1838 წლის 2 თებერვალს, სან-მარკოსმა, კეცალტენანგოს, კიჩეს, რეტალულეუს და ტოტონიკაპანთან ერთად შექმნა მოკლე ისტორიის მქონი ცენტრალურამერიკული სახელმწიფო ლოს-ალტოსი. ეს სახელმწიფო 1840 წელს რაფაელ კარერამ დაანგრია, რომელიც შემდეგ გვატემალის პრეზიდენტი გახდა.
სან-მარკოსის დეპარტამენტი 29 ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტისგან შედგება.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში