სან-ლორენსო (ესპ. San Lorenzo) — ქალაქი პარაგვაიში, ცენტრალურ დეპარტამენტში. მდებარეობს დედაქალაქ ასუნსიონიდან 10 კმ-ის დაშორებით. წარმოადგენს პარაგვაის მესამე ყველაზე ხალხმრავალ ქალაქს. საქმიანობის მთავარი სფერო კომერციაა. ქალაქში ფუნქციონირებს ასუნსიონის ეროვნული უნივერსიტეტის კამპუსი. განთავსებულია სან-ლორენსოს კათოლიკური ეპარქიის ცენტრი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ↑ https://codigopostal.paraguay.gov.py/