სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუს. Санкт-Петербургский государственный университет) — რუსეთის ფედერალური სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ქალაქ სანქტ-პეტერბურგში; ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი, უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი. აქვს 19 ფაკულტეტი, 13 კვლევითი ინსტიტუტი, კანადური კოლეჯი, სამხედრო სწავლებათა ფაკულტეტი და ფიზიკური კულტურისა და სპორტის საუნივერსიტეტო კათედრა. 2004 წლისთვის უნივერსიტეტს 4.055 პროფესორ-მასწავლებელი ჰყავდა. უნივერსიტეტი განლაგებულია ორ მთავარ კამპუსზე: ვასილიევსკის კუნძულზე და პეტერგოფში.
საბჭოთა პერიოდში ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Ленинградский государственный университет) ეწოდებოდა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო