სამხრეთ კორეის დროშა (Taegukgi) — სამხრეთ კორეის ეროვნული დროშა რომელიც შედგება სამი ნაწილისგან: თეთრ ფონზე წრეში წითელი და ლურჯი ოთხი მხრიდან შავი ტრიგრამებით. თეთრი ფონი არის სამხრეთ კორეის ტრადიციული ფერი რომელიც მათ ტრადიციულ სამოსსაც ამკობს. თეთრი სამხრეთ კორეაში არის სიწმინდისა და მშვიდობის ფერი. წრეში ლურჯი ფერი წარმოადგენს უარყოფით კოსმიურ ძალებს ხოლო წითელი დადებითს. აზრი კი არის ის რომ ეს ორი ძალა უპირისპერდება ერთმანეთს. ოთხი ტრიგრამი ერთად წარმოადგენს პრინციპულ და ჰარმონიულ მოძრაობას. თვითონ ეს ტრიგრამები კორეული ტრადიციული ელემენტებია.
კორეული სახელწოდება
ბუნება
სეზონები
მხარეები
სათნოება
ოჯახი
ოთხი ელემენტი
geon
სამოთხე
გაზაფხული
აღმოსავლეთი
კაცობრიობა
მამა
ჰაერი
ri
მზე
შემოდგომა
სამხრეთი
სამართალი
შვილი (გოგო)
ცეცხლი
gam
მთვარე
ზამთარი
დასავლეთი
ინტელექტი
შვილი (ბიჭი)
წყალი
gon
დედამიწა
ზაფხული
ჩრდილოეთი
თავაზიანობა
დედა
მიწა
ისტორია
1876 წლამდე არ არსებობდა სახელმწიფო დროშა. ჟოზეონების დინასტიას ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობა იაპონიასთან მათ კი ჰქონდათ დროშა. ამან გამოიწვია წინადადებები დროშის შექმნაზე. მაგრამ მთავრიბისთვის ეს უმნიშვნელო გამოდგა. 1880 წლისთვის საგარეო ურთიერთობისთვის აუცილებელი გამოდგა დროშის შექმნა. იყო წინადადება რომ წინა დინასტიის დროშა გადაეტანათ. საბოლოოდ მთავრობამ გაგზავნა დელეგატები ქინგების დინასტიის წარმომადგენლებთან. არ თანხმდებოდნენ ამაზე მაგრამ საბოლოოდ 1883 წლის 27 იანვარს ჟოზეონების დინასტიამ სახელმწიფო დროშად სწორედ Taegukgi წარადგინა.ამ დროის განმავლობაში 4-ჯერ შეიცვალა თუმცა მხოლოდ ტრიგრამებში იქნა შეტანილი ცვლილება.