სამედიცინო დრამა

სამედიცინო დრამა — სატელევიზიო პროგრამა ან ფილმი,[1] რომელშიც ძირითადი მოვლენები საავადმყოფოში მიმდინარეობს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები და სამედიცინო გარემო, რომელთა ეპიზოდების უმრავლესობა ერთი საათია და საავადმყოფოშია გადაღებული. თანამედროვე სამედიცინო დრამატული პროგრამების უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია პერსონაჟთა სამსახურთან და მათ პირად ცხოვრებასთან. ტიპურ სამედიცინო დრამას აქვს ჩვეულებრივი სცენარი, სადაც ორი ექიმის სიყვარულის ისტორიაა აღბეჭდილი. კავშირგაბმულობის თეორეტიკოსი მარშაალ მაკლუჰანი თავის 1964 წლის ნაშრომში, სადაც საუბარია მედიაზე და ბუნებაზე, პროგნოზი გააკეთა ამ სატელევიზიო ჟანრის წარმატებაზე.

ისტორია

„ქალაქის საავადმყოფო“ პირველად 1952 წელს გავიდა ეთერში და ზოგადად ითვლება პირველ სატელევიზიო სამედიცინო დრამად. ჟანრი მალევე გახდა წარმატებული. „მედიცინა“ იყო ტელესერიალი, რომელშიც ცნობილი მსახიობი რიჩარდ ბუნი მონაწილეობდა, სერიალი ორ სეზონს გაგრძელდა (1954-1956). ამ ჟანრის სატელევიზიო შოუებს უფრო დიდი რეიტინგი ჰქონდათ. „ექიმი ფინლეის სახელმძღვანელო“ არის სხვა ვარიანტი ამ ჟანრისა, რომელიც სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება, ზოგიერთი მომენტი არის შეცვლილი, თუმცა რეალური ცხოვრების ამსახველი ფაქტებია აღწერილი.

ქართული სამედიცინო ტელესერიალები

საქართველოში პირველი სამედიცინო სერიალი იყო „კლინიკა“, რომელიც 2010 წელს „ფორმულა კრეატივმა“ გადაიღო ტელეკომპანია იმედის დაკვეთით. სერიალმა მალევე მოიპოვა წარმატება, თუმცა ტელეკომპანიაში მიმდინარე პრობლემების გამო სერიალი დაიხურა, სერიალი 1 სეზონსა და 14 ეპიზოდს მოიცავს. ჟანრის წარმატების შემდეგ მას ახალი სერიალების გადაღება მოჰყვა, 2010 წელს ღამის შოუს სტუდიამ გადაიღო სერიალი სახელწოდებით „გოგონა გარეუბნიდან მედER“, რომელიც ამერიკული სამედიცინო ტელესერიალის „გრეის ანატომიის“ ქართული ვერსიაა. ამ შემთხვევაშიც სერიალის გადაღება შეწყდა 2-სეზონის დასაწყისში ტელევიზიაში მიმდინარე პრობლემების გამო. 2016 წელს ისევ „ფორმულა კრეატივმა“ გადაიღო სამედიცინო ელემენტებისგან შედგარი დრამა ტელესერიალი სახელწოდებით „ხელოვნური სუნთქვა“, რომლის გადაღებებიც ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გამო შეწყდა.

სქოლიო