საკაი ტოსიჰიკო, ლიტერატურული ფსევდონიმი კარეგავა (იაპონ. 堺 利彦; დ. 15 ნოემბერი, 1871, ფუკუოკის პრეფექტურა — გ. 23 იანვარი, 1933, ტოკიო) — იაპონიის საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და პუბლიცისტი.
ტოსიჰიკო იყო სამურაების ოჯახიდან.[1] 1904 წელს დ. კოტოკუსთან ერთად იაპონურ ენაზე თარგმნა „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“. რუსეთში ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სოციალიზმის იდეების საჯარო პროპაგანდას ეწეოდა. მონაწილეობდა იაპონიის კომპარტიის (იკპ) შექმნაში (1922). 1923 წელს დააპატიმრეს. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ (1924) ჩამოშორდა იკპ-ს და მიემხრო სოციალ-დემოკრატებს. 1930 იყო ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული სრულიად იაპონიის მასობრივი პარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, გახდა ამ პარტიის ანტისამხედრო კომიტეტის მრჩეველი და თავმჯდომარე.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Ivan Širjaev; Ludoviko Kökény; Vilmos Bleier; Kálmán Kalocsay. Enciklopedio de Esperanto (en esperanto). Budapest: Literatura Mondo, 1933-1934.