საიონარა (ინგლ. Sayonara) — 1957 წლის ამერიკული ფილმი, რომელიც გადაღებულია ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მაიორი ლოიდ გრუვერი, რომელიც კორეის ომის მონაწილე ასია, გადაჰყავთ იაპონიაში. გრუვერი მკაცრი მხარდამჭერია ამერიკული სამხედრო ძალების პოლიტიკისა, რომელიც ჯარისკაცებს იაპონელ ქალებთან ურთიერთობას უკრძალავს. მაგრამ მას შემდეგ, რაც გრუვერი მსახიობ ჰანუ-ოგის გაიცნობს, გადახედავს საკუთარ შეხედულებებს. გრუვერი კონფლიქტში აღმოჩნდება სამხედრო ბაზის დისციპლინასთან და იაპონურ კულტურულ ტაბუებთან.
როლებში
ჯილდოები
- ოსკარი
- საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: რედ ბატონსი
- საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში: მიიოში უმეკი
- საუკეთესო მხატვრული გაფორმება: ტედ ჰეოურთი, რობერტ პრისლი
- ოქროს გლობუსი
- საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: რედ ბატონსი
რესურსები ინტერნეტში