საგუნტო (ესპ. Sagunto , კატ. Sagunt ) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესპანეთში , შედის ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების ვალენსიის პროვინციის კამპო-დე-მორვედრეს კომარკის შემადგენლობაში. ფართობი — 132 კმ². მოსახლეობა — 67 173 კაცი (2020 წ.).
მდებარეობს ძველი იბერიული და რომაული ქალაქის საგუნტუმის ადგილზე. ძვ. წ. 219 წლის საგუნტუმის ალყა რომის რესპუბლიკასა და კართაგენს შორის მეორე პუნიკური ომის დაწყების საბაბი გახდა.
ისტორია
საგუნტოს ციხესიმაგრე
ძვ. წ. III საუკუნეში საგუნტო იყო რომის რესპუბლიკის მოკავშირე კართაგენთან ბრძოლაში. ძვ. წ. 219 წელს რომის რესპუბლიკის წინააღმდეგ მეორე პუნიკური ომის დაწყებამდე ჰანიბალმა აიღო ქალაქი, დახოცა მისი ყველა მაცხოვრებელი და გადაწვა. ძვ. წ. 211 წელს სციპიონმა (შემდეგში აფრიკელად წოდებულმა) ქალაქი აღადგინა.
711 წელს ქალაქი ამჯერად არაბებმა გაანადგურეს.
XII საუკუნეში რეკონკისტის დროს მავრებმა დაკარგეს არაგონის სასარგებლოდ.
1361 წელს ქალაქში კასტილიის მეფე პედრო I მრისხანემ და არაგონის მეფე პედრო IV-მ საგუნტოში ხელი მოწერეს შეთანხმებას, რომლის რატიფიცირება არასოდეს მომხდარა შემდეგი აზრთა სხვადასხვაობის გამო.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო