საბერძნეთის პარლამენტი (ბერძ. Βουλή των Ελλήνων; იკითხება შემდეგნაირად: ვოული ტონ ელინონ) - საბერძნეთის პარლამენტი მდებარეობს პარლამენტის შენობაში (ძველი სამეფო სასახლე), სინტაგმას მოედანზე, ათენში.
ის არის ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო 300 წევრით, რომლებიც არჩეული არიან 4 წლით. 1844-1863 და 1927-1935 წლებში პარლამენტი იყო ორპალატიანი, ზედა - საბერძნეთის სენატით და ქვედა პალატით.
ისტორია
საბერძნეთის რევოლუციის დროს გაიმართა რამდენიმე სახალხო კრება, თუმცა პირველი პარლამენტი მხოლოდ 1843 წელს 3 სექტემბრის რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა, როდესაც ოტოს (საბერძნეთის პირველი მეფე) კონსტიტუციის მიღება აიძულეს. 1911 წელს კონსტიტუციის გადახედვამ გამოიწვია მასში ადამიანის უფლებების გამტკიცება, საკანონმდებლო უფლებებბის გადანაწილება და პარლამენტის მოდერნიზაცია. შვიდწლიანი 1967-1974 სამხედრო დიქტატურის შემდეგ, 1974 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელსაც ქვეყნის მმართველობის ფორმის უნდა განესაზღვრა. 69.18%-ით ბერძნებმა კონსტიტუციური მონარქიას საპარლამენტო რესპუბლიკა ამჯობინეს. პარლამენტის წევრებს სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი იცავს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
კოორდინატები: 37°58′31″ ჩ. გ. 23°44′13″ ა. გ. / 37.97528° ჩ. გ. 23.73694° ა. გ. / 37.97528; 23.73694
სქოლიო