საათები (ინგლ. The Hours) — 2002 წლის ამერიკული დრამა, რომელიც გადაღებულია პულიცერის პრემიის ლაურეატი ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმმა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმში სამი სიუჟეტური ხაზია. ერთში ასახულია ვირჯინია ვულფის მიერ წიგნ „მისის დალოვეის“ დაწერის პროცესი, როცა მას თვითმკვლელობისკენ ჰქონდა მიდრეკილება. მეორე ისტორია ვითარდება 1951 წელს ლოს-ანჯელესში, სადაც ლორა ბრაუნი ცდილობს გაექცეს საკუთარ ცხოვრებასა და ოჯახს. ხოლო მესამე ისტორია არის კლარისა ვოგანის შესახებ, რომელიც ცხოვრობს ნიუ-იორკში, 2001 წელს და სურს, მოამზადოს დღესასწაული მეგობარი რიჩარდისთვის, რომელიც ლორა ბრაუნის შვილია და ასევე მიდრეკილია თვითმკვლელობისკენ.
როლებში
ჯილდოები
ოსკარი
ოქროს გლობუსი
BAFTA
ბერლინის კინოფესტივალი
- ვერცხლის დათვის საუკეთესო მსახიობი ქალისთვის: ნიკოლ კიდმანი, ჯულიანა მური, მერილ სტრიპი
რესურსები ინტერნეტში