რუმეისა სულთანი ასევე ცნობილია, როგორც რუმეისა ქადინ ეფენდი (დაბ. სახელი თურქ. Nadia Frankos; თურქ. Rumeysa Sultan) — შეჰზადე მუსტაფას მეორე ხარჭა.
ბიოგრაფია
ნადია ფრანკოსი დაიბადა ბოსნიაში ფრანგი მკერავის და ბოსნიელი მხატვრის ოჯახში. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. 12 წლის ასაკში მოხვდა ჰარამხანაში, სადაც შეჰზადე მუსტაფას საყვარელი ხარჭა გახდა. 1547 წელს შეეძინა პირველი ვაჟი შეჰზადე მეჰმედი. შეჰზადე მუსტაფას და მისი შვილის, მეჰმედის სიკვდილით დასჯის შემდეგ მაჰიდევრან სულთანთან ერთად ჯერ ბურსაში[1], ხოლო შემდეგ იზმირში წავიდა, სადაც მისი კეთილშობილობის გამო ქადინ ეფენდის უწოდებდნენ[2].
ოჯახი
რუმეისას და მუსტაფას შეეძინათ 4 შვილი.
- შეჰზადე მეჰმედი[2] (1546 — 1553) — მამის გარდაცვალების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.
- აიშე სულთანი[2]
- შაჰ სულთანი[3] (1547 — 1577) — აბულქერიმ-აღას ცოლი.
- შეჰზადე ორჰანი (? — 1552) — მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.
სქოლიო