როხასი (ესპ. Municipio Rojas) — მუნიციპალიტეტი ვენესუელაში, ბარინასის შტატში. წარმოადგენს ბარინასის შტატის 12 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთს. ვენესუელის ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტის 2007 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით როხასის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 40,264 ათასი ადამიანი.[2] ფართობი 1 591 კმ².[3] ქალაქი ლიბერტადი არის მუნიციპალიტეტის მთავარი ქალაქი. დაარსდა 1820-1825 წლებს შორის.[4]
ბარინასის შტატის მთელი მოსახლეობის 5.3% მოდის როხასის მუნიციპალიტეტზე. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 25.3 ადამიანს კვადრატულ კილომეტრზე.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო