რომან ჰერცოგი (გერმ. Roman Herzog; დ. 5 აპრილი, 1934, ლანდსჰუტი, ბავარია — გ. 10 იანვარი, 2017, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი 1987-1994 და გერმანიის ბუნდესპრეზიდენტი 1994–1999 წლებში.
ბიოგრაფია
დაიბადა პროტესტანტის ოჯახში. იურიდიული განათლება მიიღო მიუნხენში და რამდენიმე ხნის განმავლობაში მუშაობდა მიუნხენის უნივერსიტეტის ასისტენტად. 1987–1994 წლებში იყო გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი .1994 წელს აირჩიეს გერმანიის პრეზიდენტად. ამ თანამდებობაზე დარჩა 1999 წლამდე.
გარდაიცვალა 2017 წლის 10 იანვარს მძიმე ავადმყოფობის შედეგად.
რესურსები ინტერნეტში