რობერტ სტრეინჯ მაკნამარა (ინგლ. Robert McNamara) (დ. 9 ივნისი, 1916 — გ. 6 ივლისი, 2009) — ამერიკელი მეწარმე და პოლიტიკოსი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი 1961-68 წლებში ჯონ კენედის და ლინდონ ჯონსონის ადმინისტრაციებში.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორი.
იყო ფორდის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო შემდგომში გახდა კომპანიის პირველი ხელმძღვანელი, რომელიც ფორდების კლანიდან არ იყო. კომპანიას ხელმძღვანელობდა 5 კვირა, რის შემდეგაც ჯონ კენედის ინიციატივით გადავიდა მთავრობაში თავდცვის მდივნის პოსტზე. იგი იყო ვიეტნამის ომის იდეოლოგო.
თავდცვის მდივნობიდან წასვლის შემდეგ იყო მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი 1968-81 წლებში.
სქოლიო