რიცეულა — მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 24 კმ, აუზის ფართობი 166 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 5,9 მ³/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე.
ლიტერატურა