რატნაპურა (სინჰალ. රත්නපුර; ტამილ. இரத்தினபுரி) — ქალაქი შრი-ლანკაში; საბარაგამუვის პროვინციისა და რატნაპურის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. სახელი რატნაპურა სანსკრიტზე ქალაქს ნიშნავს. მდებარეობს ყოფილ დედაქალაქ კოლომბოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 101 კმ-ზე. ქალაქი დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული ძვირფასი ქვების მოპოვების ინდუსტრიის ცენტრია. დიდ ფართობებზეა გაშენებული ჩაის პლანტაციები. რატნაპურა, ასევე, პოპულარული ტურისტული პუნქტია.
ქალაქის მოსახლეობა 1901 წელს 4 084 ადამიანს შეადგენდა, რაც 2011 წელს 52 170-მდე გაიზარდა, რომელიც შედგება ბუდისტების, ინდუსების, ქრისტიანებისა და მაჰმადიანებისაგან.
რესურსები ინტერნეტში
შრი-ლანკის პროვინციების ადმინისტრაციული ცენტრები |
---|
| | |
|