ჟუჟუნა დუგლაძე

ჟუჟუნა დუგლაძე (დ. 4 ოქტომბერი, 1928, ყვარელი — გ. თებერვალი, 2017) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967).

ბიოგრაფია

1946-1948 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1950 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1950-1970 წლებში იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქსენია (ბ. ლავრენიოვის „რღვევა“), გაიანე (პ. კაკაბაძის „ბედნიერი სამჭედლო“), თამრო (ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“), კლარა (ბ. ნუშიცის „ფილოსოფიის დოქტორი“), ამარანტა (ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), კეკე (გ. სუნდუკიანის „პეპო“). 1955 წლიდან იღებდნენ კინოში. შესრულებული აქვს როლები: თამარი („აბეზარა“), ჩიტო („ორი ოჯახი“), მასწავლებელი ქალი („ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“) და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ფილმოგრაფია

ჯილდოები

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო