ჟეზყაზღანი (ყაზახ. Жезқазған; 1992 წლამდე ჯეზყაზღანი) — ქალაქი ყაზახეთის ცენტრალურ ნაწილში, ყარაღანდის ოლქში (1997 წლის მაისამდე ჯეზყაზღანის ოლქი). მდებარეობს მდინარე კენგირის აუზში.
1954 წლის 20 დეკემბერს ყაზახეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მუშათა დასახლებას დიდ ჯეზყაზღანს მიენიჭა ქალაქის სტატუსი. ქალაქი არის ქვეყნის ფერადი მეტალურგიის მნიშვნელოვანი ცენტრი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო