ჟან ლამბერტი
ჟან ლამბერტი |
---|
| დაბადების თარიღი |
ჟან დენიზ არჩერი,
1 ივნისი 1950 წელი (73 წლის)
ორსეტი, ესექსი, ინგლისი |
---|
ალმა-მატერი |
კარდიფის უნივერსიტეტი |
---|
პროფესია |
მასწავლებელი |
---|
საიტი |
http://www.jeanlambert.org/ |
ჟან დენიზ ლამბერტი[1] (დაბადების სახელი – ჟან დენიზ არჩერი; 1950 წლის 1 ივნისს ორსეტში, ესექსში) არის ინგლისელი პოლიტიკოსი, რომელიც წარმოადგენდა ლონდონის რეგიონს ევროპის პარლამენტში 1999 და 2019 წლებს შორის.
ადრეული წლები და კარიერა
იგი ესწრებოდა პალმერის გრამატიკის გოგონათა სკოლას გრეისში, კერძოდ, ესექსში. ლამბერტმა მოიპოვა ბაკალავრის დიპლომი თანამედროვე ენებში 1971 წელს კარდიფის, კერძოდ, კოლეჯის უნივერსიტეტიდან, სანამ მიიღებდა წმ. პოლსის კოლეჯის (ფრენსის დახურული დარბაზი) მაგისტრის ხარისხის სერთიფიკატს განათლებაში, ასევე 1975 წელს - ჩელტენჰემიდან (ახლანდელი გლოსტერშაირის უნივერსიტეტი). შემდგომ, იგი მუშაობდა საშუალო სკოლის მასწავლებლად სამხრეთ ლონდონში,[2] პირველად - 1972–1978 წლებში, მოგვიანებით - 1985–1989 წლებში და საბოლოოდ, 1993 და 1999 წლებს შორის. ასევე, იგი ფლობს პროფესიული განვითარების სერთიფიკატს, რასაც 1998 წელს მიაღწია.[3]
პოლიტიკური კარიერა
მწვანეების პარტიის პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი
1977 წელს ეკოლოგიის პარტიაში გაწევრიანების შემდეგ (მოგვიანებით - ინგლისისა და უელსის მწვანეთა პარტია), ლამბერტს ეკავა სხვადასხვა პოზიცია, მათ შორის, პარტიის საბჭოს თანათავმჯდომარის ჩათვლით (1982–1985 წლები), დირექტორის სპიკერი (1992–1993 და 1998–1999 წლები), პარტიის აღმასრულებელი თავმჯდომარე (1993–1994 წლები), ევროპის მწვანე პარტიის ფედერაციის წარმომადგენელი (1987–1989 და 1998–1999 წლები) და მწვანე ჯგუფის პოლიტიკური მოკავშირე (1989–1992 წლები). ამჟამად, იგი არის მიგრაციის საკითხზე პარტიის სპიკერი.[4]
ლამბერტი, თავდაპირველად, 87 545 ხმით (7.7%) აირჩიეს სამხრეთ ლონდონის წარმომადგენლად ევროპის პარლამენტში. იგი ხელახლა აირჩიეს 2004 წელს ხმების 8.4%-ით (158 986 ხმა) და მეორედ - 2009 წელს, ხმების 10.9%-ით და მომდევნო ჯერზე - 2014 წელს. ევროპარლამენტის წევრის რანგში, იგი არის ან იყო დასაქმების და სოციალურ საქმეთა კომიტეტის, სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და საბინაო საქმეთა კომიტეტის, ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის, უნარშეზღუდულთა და ლგბტ უფლებების ჯგუფთაშორისი კომიტეტის და სამხრეთ აზიის, ავღანეთის, იაპონიისა და ინდოეთის დელეგაციის წევრი ან წევრთა შემცვლელი. იგი თავმჯდომარეობდა სამხრეთ აზიის დელეგაციას 2009–2019 წლებს შორის. იგი ხანდაზმულთა ჯგუფთაშორისი, სიღარიბის საწინააღმდეგო, ანტირასისტული და მრავალფეროვნების ვიცე-პრეზიდენტი იყო. იგი ასრულებდა პარლამენტის თავშესაფრის ანგარიშის რეპორტიორის როლს. ლამბერტი ასრულებდა მწვანეების/ევროპული თავისუფალი ალიანსის ევროპის საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის როლს 2002-დან 2007 წლამდე. ლამბერტი არის თავშესაფრისა და ლტოლვილთა საკითხების სპიკერი პარტიაში. ასევე, ლამბერტი ჩართული იყო ევროპის პარლამენტის არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში, მათ შორის, როგორც უფროსი დამკვირვებელი 2018 წელს სიერა-ლიონეს რესპუბლიკის არჩევნებში.
იგი აქტიურ კამპანიას ეწეოდა საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის (ინგლ. London Living Wage).[5]
უპარტიო აქტივიზმი და მრჩევლის როლი
მწვანეთა პარტიის საქმიანობის მიღმა, ლამბერტი ჩართული იყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივობებში. 1991 წლიდან მოყოლებული, იგი წარმოადგენდა 88-ე ქარტიის საბჭოს წევრს, არასამთავრობო ორგანიზაციის დემოკრატიული რეფორმის, ისევე როგორც 99-ე ქარტიის აღმასრულებელ მხარდამჭერსა და ხელმომწერს, რაც აღნიშნული იყო, როგორც "ინიციატივა გლობალური დემოკრატიისთვის".[6] ლამბერტი არის თანასწორობის საბჭოს (ინგლ. Waltham Forest Race Equality Council) ვიცე-პრეზიდენტი 1999 წლიდან და გაერთიანებული სამეფოს სოლიდარობის კამპანიის ნდობით აღჭურვილი პირი (ინგლ. Daily Solidairty Campaign), სხვ.
ჯილდოები
ლამბერტი დასახელდა სამართლისა და ადამიანთა უფლებების 2005 წლის ევროპარლამენტარად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გაიმართა დაჯილდოება.[7]
ნაშრომები
ლამბერტმა დაწერა არაერთი ანგარიში და სტატია საკუთარი ინტერესების, განსაკუთრებით, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების, მდგრადი განვითარების, ანტიდისკრიმინაციული, სოციალური ინკლუზიის, უმცირესობების უფლებების, სავაჭრო კავშირების, მშრომელთა საკითხების, თავშესაფრისა და ლტოლვილთა უფლებების სფეროში. ლამბერტმა 1996 წელს დაწერა წიგნი მწვანე პოლიტიკაზე -."არავითარი ცვლილება? არავითარი შანსი". გარდა ამისა, ჟან ლამბერტმა 2006 წელს შექმნა ფილმი - ევროკავშირი შენთვის! შენს ხმას შეუძლია მოიტანოს ცვლილება!. ფილმში ლამბერტი მიმოიხილავდა იმ გზებს, რომლითაც ახალგაზრდებს შეუძლიათ გამოიწვიონ ცვლილებები ევროკავშირის სტრუქტურებში.
სქოლიო
- ↑ Notice of result. Kingston Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 4 March 2010
- ↑ Jean Lambert MEP's Website Biography Page. Jeanlambertmep.org.uk. ციტირების თარიღი: 20 October 2013
- ↑ Jean Lambert MEP's European Parliament Page. Europarl.europa.eu. ციტირების თარიღი: 20 October 2013
- ↑ Green Party Spokespeople. GPofE&W.
- ↑ Jean Lambert Green MEP for London. Jeanlambertmep.org.uk (29 April 2009). ციტირების თარიღი: 3 October 2013
- ↑ Jean Lambert MEP's Green Party Page. Greenparty.org.uk. ციტირების თარიღი: 20 October 2013
- ↑ Latest News: 11 October 2005 The Parliament Magazine Awards. October 20th, 2005 (No. 233). European Parliament / Information Office in the United Kingdom. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 31 October 2013
ბიბლიოგრაფია, ანგარიშები, ბრიფინგები და ფილმები
- Film – EU4U! Your voice can make a difference!, 2006
- Lambert, J., Climate Change, Climate Crisis?, 2007
- Lambert, J., Lucas, C. P., European Parliament two-seat operation: Environmental costs, transport and energy, 2007
- Lambert, J., Hothouses: Climate Change and London's Housing, 2007
- Lambert, J., I Must Work Harder? Britain And The Working Time Directive, 2006
- Lambert, J., The Bolkestein Directive: Health Warning, 2005
- Lambert, J., So Much Hot Air?, 2005
- Green Group position on the services directive, 2005
- Lambert, J., Flexible Working: A Work Life Balance Or A Balancing Act?, 2004
- Lambert, J., What is Sustainable Development?, 2004
- Lambert, J., Integrating social inclusion and environment, 2003
- Jones, J., Lambert, J., Silent Slavery, 2003
- Lambert, J., Olivier, D., Toke, D., The Green Party Alternative Energy Review, 2003
- Lambert, J., General Agreement To Trade In Services: Response to European Commission Consultation Document, 2003
- Lambert, J., General Agreement On Trade In Services: Response to UK Consultation on Requests, 2002
- Lambert, J., Toke, D., Energy and Renewables, 2002
- Lambert, J., Lucas, C. P., The World Summit On Sustainable Development 2002, 2002
- Greens EFA Briefing on GMOs, 2002
- Lambert, J., Refugees and The Environment: The Forgotten Element Of Sustainability, 2002
- Lambert, J., No Change? No Chance, 1996
სასარგებლო ბმულები
Jean Lambert MEP's European Parliament biography
|
|