ჟან-პოლ ბელმონდო (ფრანგ. Jean-Paul Belmondo [ʒɑ̃.pɔl.bɛl.mɔ̃'do]; დ. 9 აპრილი, 1933, ნეიი-სიურ-სენი, ო-დე-სენა, ილ-დე-ფრანსი, საფრანგეთი — გ. 6 სექტემბერი, 2021, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი მსახიობი. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს — სეზარის გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“.
ბიოგრაფია
ჟან-პოლ ბელმონდო დაიბადა 1933 წლის 9 აპრილს საფრანგეთში, სენის დეპარტამენტის ნეისიურ-სენში ცნობილი პარიზელი მოქანდაკის პოლ ბელმონდოს ოჯახში. 20 წლის ასაკში ჩააბარა დრამატული ხელოვნების უმაღლეს ეროვნულ კონსერვატორიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც დაიწყო სცენაზე პროფესიული კარიერა.
ბელმონდო 1986 წლამდე კომერციული თვალსაზრისით ერთ-ერთი წარმატებული მსახიობი იყო. მან, ალენ დელონის მსგავსად, თავისი ფილმების შესაქმნელად ჩამოაყალიბა საკუთარი კომპანია „Cerito“ (ეს მისი ბებიის ქალიშვილობის გვარია).
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში