ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები ორგანიზმში — ბიოქიმიური პროცესები, რომლის დროსაც წყალბადის ელექტრონი ან ატომი გადადის ერთი მოლეკულიდან (დასაჟანგიდან) მეორეში (აღსადგენში). ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების კატალიზატორებია ფერმენტები — ოქსიდორედუქტაზები. ზოგი ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის დროს გამოყოფილი ენერგია მარაგის სახით გროვდება სირმანოიდის ნაერთების მოლეკულების ქიმიურ ბმებში. ჟანგვა-აღდგენითი რეაქციებს ეკუთვნის ტრიკარბონის მჟავების ციკლის რეაქციები, სუნთქვის, ფოტოსინთეზის, დუღილის დროს ელექტრონების გადატანის რეაქციები, ცხიმოვანი მჟავების სინთეზისა და დაჟანგვის რეაქციები და ცოცხალ უჯრედში მიმდინარე სხვა პროცესები.
ელექტრონული თეორიით ჟანგვა-აღდგენის ეწოდება ისეთ რეაქციას, რომლის დროსაც მორეაგირე ნივთიერების მოლეკულაში იცვლება ელემენტის ჟანგვის ხარისხი.
ჟანგვა არის:
ნივთიერებასთან ჟანგბადის მიერთება;
ნივთიერებიდან წყალბადის მოხლეჩა;
ნივთიერებიდან ელექტრონების გაცემა.
შესაბამისად, აღდგენა არის:
ნივთიერებასთან წყალბადის მიერთება;
ნივთიერებიდან ჟანგბადის ჩამოშორება;
ნივთიერებასთან ელექტრონების მიერთება.
ელემენტის ჟანგვის ხარისხის ცვლილება დამოკიდებულია სავალენტო ელექტრონების რაოდენობის ცვლილებაზე. ჟანგვა-აღდგენის რეაქციის პროცესში ერთი ელემენტი გასცემს ელექტრონს, მეორე კი — იძენს მას. ელექტრონის გაცემის შემთხვევაში ატომი იმუხტება დადებითად, შეერთების შემთხვევაში კი უარყოფითად.
ლიტერატურა
Schüring, J., Schulz, H. D., Fischer, W. R., Böttcher, J., Duijnisveld, W. H. (editors)(1999). Redox: Fundamentals, Processes and Applications, Springer-Verlag, Heidelberg, 246 pp. ISBN 978-3-540-66528-1(pdf 3,6 MB)