პუნატა — ქალაქი ბოლივიაში, კოჩაბამბის დეპარტამენტში. წარმოადგენს პუნატის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს. მდებარეობს ზღვის დონიდან 2 552 მეტრზე, ბოლივიის ალტიპლანოსა და დაბლობს შორის. საშუალო წლიური ტემპერატურა 18 ° C-ია.
2001 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 14 742 ადამიანს. პუნატა მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო რეგიონია.
ყოველ სამშაბათს, ქალაქში ეწყობა დიდი აგრარული ბაზრობა, სადაც თავს იყრის შემოგარენიდან ჩამოსული მოსახლეობა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში