1937-1941 წლებში გამოვიდა სოციოლოგიის ისტორიაში უპრეცედენტო მოცულობის ნაშრომი — პიტირიმ სოროკინის სოციოკულტურული დინამიკა ოთხ ტომად. ავტორმა მაშინვე ჩაიფიქრა და მოგვიანებით განახორციელა ოთხტომეულის შემოკლებული ვერსია, რომელიც მის ყველაზე პოპულარულ ნაშრომად იქცა, სათაურით, ჩვენი დროის კრიზისი. შინაარსობრივად იგი წარმოადგენს „სოციოკულტურული დინამიკის“ პირველ ორ ტომს.