პირიტა (ესტ. Pirita jõgi) — მდინარე ჩრდილოეთ ესტონეთში. გაივლის დაბა კოსეს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინს და ჩაედინება ფინეთის ყურეში. აუზის ფართობი 799 კმ²-ია.[1]
1980 წელს მოსკოვში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, მდინარის ესტუარი მასპინძლობდა აფროსნობის შეჯიბრს.[2]