პილარი (ესპ. Pilar) — ქალაქი პარაგვაიში, ნიეემბუკუს დეპარტამენტში. მდებარეობს მდინარე პარაგვაიზე, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დედაქალაქ ასუნსიონიდან 358 კმ-ის მოშორებით. პილარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონის კომერციისა და მმართველობის სფეროში.
ქალაქი 1779 წლის 12 ოქტომბერს პორტუგალიელმა პედრო მელომ დააარსა. დასახლების თავდაპირველი სახელი ვილია-დე-ნიეემბუკუ იყო, ახლომდებარე მდინარე ნიეემბუკუდან გამომდინარე. ოთხი წლის შემდეგ, ესპანელმა მღვდელმა მარსიალ ანტონიო ულიამბრემ სახელი გადაარქვა და თავის მშობლიურ ქალაქ სარაგოსაში მდებარე პილარის ღვთისმშობლის ბაზილიკის (Catedral-Basílica de Nuestra Señora del Pilar) პატივსაცემად ვილია-დელ-პილარი უწოდა.
ქალაქის საბჭოს ძველ შენობას ის ნაგებობა წარმოადგენდა, სადაც პრეზიდენტმა ფრანსისკო სოლანო ლოპესმა პარაგვაის ომების დროს, ცნობილი და გამომწვევი ფრაზა წარმოსთქვა: „არასოდეს იქნება წმინდა ძღვენი ჩემი ქვეყნისათვის მისი მარცხი ჩემი ხელებიდან“.
ქალაქის ცენტრში მრავალი ისეთი შენობაა, რომელიც პილარის დაარსების დროით თარიღდება.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში