პითაგორეონი — გამაგრებული, უძველესი ნავსადგურის ნაშთები საბერძნეთის კუნძულ სამოსზე. გამოირჩევა ბერძნულ-რომაული მონუმენტებითა და სანახაობრივი ევპალინოსის გვირაბით (ან ევპალინოსის აკვედუკი). ძველ დროში ის ცნობილი იყო როგორც ტიგანი (ბერძნ. ქვაბი), ამჟამინდელი სახელი კი 1955 წელს პითაგორას პატივსაცემად ეწოდა, რომლის სამშობლოც სწორედ კუნძული სამოსი იყო.
1992 წლიდან, ჰერაიონის ნანგრევებთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში