პატრიცია ლი რედი დაიბადა 1954 წლის 17 მაისსმატამატაში, სკოლის მასწავლებლების ნილ უილიამის და კეტრინ მარჯორი "ქეი" რედის ოჯახში. მას ირლანდიელი წინაპრები ჰყავდა, რომლებიც ცხოვრობდნენ კანადაში,ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. პეტსი რედის ერთ-ერთი შორეული ბიძაშვილია ავსტრალიელი მომღერალი ჰელენ რედი . გოგონა გაიზარდა ვაიკატოს პატარა ქალაქებში ტე აკაუსა და მინგინუიში . 6 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ჰამილტონში. დაამთავრა ჰილკრესტის დაწყებითი სკოლა, პიჩგროუვის საშუალო სკოლა და ჰემილტონის გოგონების საშუალო სკოლა.[2]
პატრიცია სწავლობდა ველინგტონში ვიქტორიას უნივერსიტეტში, 1976 წელს მიიღო სამართლის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1979 წელს — სამართლის მაგისტრის ხარისხი წარჩინებით. უნივერიტეტში სწავლის დროს, რედი პირველად შეხვდა ავსტრალიელფემინისტჟერმენ გრირს და მოექცა მისი იდეების გავლენის ქვეშ, შემდგომ კი პოსტფემინიზმისკენ გადაიხარა.
კარიერა
პატრიცია ვიქტორიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორად მუშაობდა. 1982 წელს შეუერთდა ველინგტონის იურიდიულ ფირმას Watts and Patterson, ხოლო 1983 წელს გახდა მისი პირველი ქალი პარტნიორი, სპეციალიზირდა საგადასახადო და კორპორატიულ საკითხებზე, ასევე კინოწარმოებაზე. 1987 წელს გადავიდა Brierley Investments-ში, სადაც 11 წლის განმავლობაში მუშაობდა ისეთ საქმეებზე, როგორიცაა Air New Zealand-ის პრივატიზაცია.
სხვადასხვა დროს, რედი იკავებდა ახალი ზელანდიის კინოკომისიის თავმჯდომარის და Education Payroll Ltd, ახალი ზელანდიისშპს Telecom Corporation, SKYCITY Entertainment Group, New Zealand Post[“ და „Air New Zealand“, „Payments NZ Ltd“ და „Active Equity Holdings Ltd“-ის დირექტორის თანამდებობებს, ახალი ზელანდიის სატრანსპორტო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე. აქტიურად იყო დაკავებული სოციალური საქმიანობით, მათ შორის ხელოვნების სფეროში: იყო სამხატვრო გალერეა ადამის რწმუნებული, ახალი ზელანდიის კინოარქივის თავმჯდომარე, ახალი ზელანდიის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის და ველინგტონის ჯაზის ფესტივალის რწმუნებული, ვიქტორიას უნივერსიტეტის ველინგტონის ფონდის საბჭოს წევრი და რწმუნებული.[3]
რედი გახლდათ ვაიტანგის ხელშეკრულების მთავარი მომლაპარაკებელი და საჯარო სერვისების კომისიის მუშაობის ეფექტურობის გაძლიერების ჩარჩო პროგრამის წამყვანი ექსპერტი. 2016 წელს მაიკლ კალენთან ერთად მოამზადა დამოუკიდებელი მოხსენება ახალი ზელანდიის მთავრობისადმი ახალი ზელანდიის სადაზვერვო სააგენტოების შესახებ კანონმდებლობის გადასინჯვის შესახებ, რომელიც რეკომენდაციას უწევდა სამთავრობო კომუნიკაციების უსაფრთხოების სამსახურისთვის მეტი კონტროლის მინიჭების უფლებას ახალზელანდიელთა პირად მიმოწერაზე, რამაც დაპირისპირება გამოიწვია ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში.[4][5]
რედის დანიშვნა განიხილებოდა, როგორც ახალი ზელანდიის მიერ გენდერული ბალანსის დაცვა.[7] ჯერ კიდევ 2009 წელს, პეტსი რედი გახლდათ Global Women New Zealand ჯგუფის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. ჯგუფმა შეკრიბა ცნობილი ქალბატონები, რომლებიც მხარს უჭერენ მრავალფეროვნებას და ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალების დაწინაურებას. 2014 წელს რედიმ აღნიშნა:
„ვფიქრობ, ჩვენ ნელ-ნელა ვაღიარებთ მრავალფეროვნების ღირებულებას და ვიღებთ მრავალფეროვნების საჭიროებას სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, აზროვნების, კულტურისა და გამოცდილების თვალსაზრისით, რაც უნდა აისახოს ჩვენი საზოგადოების ყველა ასპექტში. მიმაჩნია, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ახალ ზელანდიაში ცხოვრების უკეთეს ხარისხს და კულტურის დინამიურ განვითარებას.“
ამრიგად, პეტსი რედი გახდა მესამე ქალი, რომელიც მსახურობდა გენერალურ გუბერნატორად, კეტრინ ტიზარდისა და სილვია კარტრაის შემდეგ.
პეტსი რედი პენსიაზე გავიდა 2021 წლის 28 სექტემბერს. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა მთავარი მოსამართლე ჰელენ ვინკლმენი. 21 ოქტომბერს, ახალი გენერალური გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა სიდნი კირომ.[8][9][10]
პირადი ცხოვრება
მეუღლე — დევიდ გასკოინი, ახალი ზელანდიის მოსამართლეთა საქმეების ყოფილი კომისარი. წყვილმა ქორწინება 2016 წლის 14 მარტს Featherstone Marriage Office-ში დაარეგისტრირა, რედის გენერალურ გუბერნატორად დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე. ყოფილი ქმარი გახლდათ ჯეფ ჰარლი, საგადასახადო ადვოკატი, რომელსაც 1988 წელს დაშორდა . ამავდროულად, რედის ორივე ქმარი მუშაობდა მასთან ერთსა და იმავე იურიდიულ ფირმაში — "Watts and Patterson".[11]
პეტსი რედის უყვარს ხელოვნება, განსაკუთრებით კინო, მხატვრობა და ოპერა. გატაცებულია კულინარიით. იგი ვეგანი გახლავთ. გენერალური გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნის დროს გამართული პირველი ბანკეტი შედგებოდა ექსკლუზიურად მცენარეული საკვებისგან. შინაური ცხოველებიდან ჰყავს მინიატურული პუდელი კოკო.[12]
ლიტერატურა
Alister Taylor.New Zealand Who's Who Aotearoa. — Auckland: Alister Taylor Publishers & New Zealand Who's Who Publications, 2001. — 1039 p. — (Who's Who in New Zealand).
სქოლიო
↑Taylor, Alister, ed. (2001). "New Zealand Who's Who Aotearoa 2001". New Zealand Who's Who, Aotearoa. Auckland: Alister Taylor Publishers: 739. ISSN1172-9813.