პეტროგლიფები, კლდის მხატვრობა (ძვ. ბერძნ.πέτρος — „ქვა“ და γλυφή — „ამოკვეთა“) — ქვაზე ამოკვეთილი გამოსახულება. აქვთ სხვადასხვანაირი თემატიკა — რიტუალური, მემორიალური, ნიშნობრივი ყველა შესაძლო ურთიერთგადაკვეთებით. (შეადარეთ გეოგლიფებს).
ტრადიციულად პეტროგლიფებს ეძახიან უძველეს დროში ქვაზე ამოკვეთილ ყველანაირ გამოსახულებებს — პალეოლითის ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით, მათი გამოკლებით, რომლებშიც დანამდვილებით შეინიშნება კარგად შემუშავებული ნიშნების სისტემა. აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება არ არსებობს. პეტროგლიფებს ეძახიან, როგორც პირველყოფილ მღვიმისკლდის მხატვრობას, ასევე უფრო გვიანდელს, მაგალითად, სპეციალურად დადგმულ ქვებზე, მეგალითებზე ან «ველურ» კლდეებზე.
ძირითადად, ეს ცხოველების — ირმების, ბიზონების, გარეული ღორების, ველური ცხენების გამოსახულებებია; მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დღეისათვის დედამიწაზე უკვე აღარ ბინადრობენ — გრძელბეწვიანი მამონტები, ხმალკბილა ვეფხვები. მხოლოდ იშვიათად გვხვდება ადამიანის ფიგურების და თავების ფიგურები, რიტუალური ნიღბები. მხოლოდ მოგვიანებით, ნეოლითის ხანაში, დაიწყეს პირველყოფილი ტომების ცხოვრების სცენების გამოხატვა — ნადირობის, ბრძოლის, ცეკვის და რაიმე ძნელად მისახვედრი წეს-ჩვეულებების. ასეთი კომპოზიციები დაახლოებით თარიღდება VI—IV ათასწლეულით ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ხოლო ყველაზე ადრეული გამოსახულებები, სადაც ჭარბობს ცხოველების «პორტრეტები», მიეკუთვნება ზედა პალეოლითის ხანას, ანუ შეიქმნა 40—20 ათასი წლის წინ.
Sickman, Laurence, in: Sickman L. & Soper A., The Art and Architecture of China, Pelican History of Art, 3rd ed 1971, Penguin (now Yale History of Art), LOC 70-125675