პენდლის ალქაჯების სასამართლო პროცესი (1612 წ) — ყველაზე ცნობილი და კარგად შემონახული ალქაჯების სასამართლო პროცესია 17-ე საუკუნის ინგლისის ისტორიაში. თორმეტი განსასჯელი ცხოვრობდა პენდლ ჰილში, ლანკაშაირში, და იყვნენ ეჭვმიტანილნი ათი ადამიანის მკვლელობაში ჯადოქრობის დახმარებით. 1612 წლის 17-19 აგვისტოს ათი მათგანი გაასამართლეს ლანკასტერის სასამართლოში სამლესბურ ალქაჯებთან და სხვებთან ერთად. ეს სასამართლო პროცესების სერია ცნობილი გახდა როგორც ლანკაშაირის ალქაჯების სასამართლო. დანარჩენი ორიდან ერთ-ერთი გაასამართლეს იორკში1612 წლის 27 ივლისს, ხოლო მეორე ციხეში გარდაიცვალა. თერთმეტი პენდლელი ალქაჯებიდან რომლებიც წარდგნენ სასამართლოს წინაშე ცხრა ქალი იყო, ორი კი კაცი - მათგან ათი ცნეს დამნაშავედ და ჩამოახრჩეს, ხოლო ერთი ცნეს უდანაშაულოდ.
ლანკაშაირის ალქაჯების სასამართლო მაშინდელი ინგლისისთვის უჩვეულო მოვლენა გახდა ორი მიზეზით: თომას პოთსმა, რომელსაც ეკავა სასამართლო კლერკის პოზიცია, ოფიციალურად გაასაჯაროვა სასამართლო პროცესის ჩანაწერები სახელწოდებით; "ალქაჯების საოცარი აღმოჩენა ლანკასტერის რეგიონში". ამასთანავე ჩამოხრჩობილი დამნაშავეების რაოდენობა: ცხრა ლანკასტერში ხოლო ერთი იორკში ბევრად სცდებოდა საშუალო სიკვდილ დასჯილ "ალქაჯთა" რაოდენობას ინგლისში. როგორც ცნობილია მეთხუთმეტედან მეთვრამეტე საუკუნის მანძილზე ინგლისში ხუთას ადამიანზე მეტი დასაჯეს სიკვდილით მსგავსი განსასჯელის გამო, ხოლო ეს პროცესი რომელიც შედგა 1612 წლის ზაფხულში სამი დღის მანძილზე და დასრულდა ათი მოკლულით, ამ რაოდენობის ორ პროცენტს შეადგენს.
პენდლის ალქაჯებიდან ექვსი მათგანი მიეკუთვნებოდა ორი ოჯახიდან ერთს, რომლებსაც სათავეში ედგათ ხანშიშესული ოთხმოც წელს გადაცილებული ქალები. ორივე მათგანი სასამართლოზე წარდგა ოჯახის წევრების თანხლებით; ელიზაბეთ სოთერნსი (აგრეთვე ცნობილი როგორც დემდაიკი), მისი ქალიშვილი ელიზაბეთ დევაისი და მისი შვილიშვილები, ჯეიმს და ალიზონ დევაისები; მეორე ოჯახის უფროსს და დადანაშაულებულ ენ უიტლის (აგრეთვე ცნობილი როგორც ჩატოქსი) თან ახლავდა მისი ქალიშვილი ენ რედფერნი. სხვა განსასჯელები იყვნენ ჯეინ ბალქოქი და მისი ვაჟი ჯონ ბალქოქი, ელის ნატერი, ქეთრინ ჰიუვიტი, ელის გრეი, და ჯენეტ პრესტონი. ეს "ალქაჯთა" შემოსევა პენდლის ტერიტორიაზე შთაბეჭდილებას ტოვებს რომ ხალხი ამ რეგიონში ხშირად იყენებდა სხვადასხვა განკურნების მეთოდებს როგორიცაა მცენარეული რეცეპტები, თილისმები და ამულეტები რათა საკვები ფული ეშოვათ. მსგავსი პრაქტიკა ადვილს გახდიდა სხვებისთვის მკურნალები დაედანაშაულებინათ ჯადოქრობის გამოყენებაში. არსებობს ძლიერი თეორია რომ ჩატოქსების და დემდაიკების ოჯახებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ჯადოქრობაში, რადგან ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ როგორც იმ რეგიონის მკურნალები და ორივე მხარე ცდილობდა მოწინააღმდეგის მოშორებას რათა საკუთარი ბიზნესი გაეუმჯობესებინა. [1]