პამპა-დელ-ტამარგუელი (ესპ.Pampa del Tamarugal) — ვრცელი ვაკეჩილეში, რომელიც მოიცავს ნორტე-გრანდეს ბუნებრივი რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილს. სახელი ეწოდა ხე ტამარგუოსგან, რომელიც ამ ტერიტორიაზე უხვადა გავრცელებული. მიიჩნევა ატაკამის უდაბნოს ნაწილად.[1] დასავლეთით ესაზღვრება ჩილეს სანაპირო ქედი, აღმოსავლეთით კი ანდების დასავლეთ კალთები. ვაკის მთლიანი ფართობი დაახლოებით 12 500 კმ²-ია, ზღვის დონიდან საშუალო სიმაღლე კი 1100 მეტრი.[1]