|
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის პაკი, ხოლო სახელი — კინ ჰე.
|
პაკ კინ ჰე (დ. 2 თებერვალი, 1952, ტეგუ, სამხრეთი კორეა) — სამხრეთ კორეელი პოლიტიკოსი. პრეზიდენტი 2013 წლის 25 თებერვლიდან 2017 წლის 10 მარტამდე. ეროვნული ასამბლეის წევრი და პარტია სენურის ლიდერი. სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის პაკ ჩონ ჰის (1963-1979) შვილი.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ მიიღო ხმების 42.8% და დაიკავა 152 ადგილი 300 კაციან ეროვნულ ასამბლეაში[1].
2016 წლის 9 დეკემბერს პარლამენტმა ხმა მისცა პრეზიდენტის იმპიჩმენტს. 2017 წლის 10 მარტს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ერთხმად დაამტკიცა, რომლის შედეგადაც პაკ კინ ჰეს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუწყდა[2].
2021 წლის 24 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია პრეზიდენტ მუნ ჯე ინის მიერ მისი შეწყალების შესახებ.[3][4]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო