პაატა შამუგია (დ. 2 თებერვალი, 1952, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (სპორტული ტანვარჯიში), მსოფლიოს თასის მფლობელი ბჯენით ხტომაში (1975), სსრკ რვაგზის ჩემპიონი (1973, ღერძზე ვარჯიშში, ბჯენით ხტომასა და გუნდურ პირველობაში; 1974, ღერძზე ვარჯიშში; 1975, ბჯენით ხტომაში; 1976, მრავალჭიდსა და ბჯენით ხტომაში; 1977, ბჯენით ხტომაში), სსრკ თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1973, მრავალჭიდში, ღერძზე ვარჯიშსა და ბჯენით ხტომაში), ინგლისის ღია პირველობის აბსოლუტური ჩემპიონი (1975).