ოძაკი კოიო (იაპ. 尾崎 紅葉, ნამდვილი სახელია ტოკუტარო) (დ. 10 იანვარი, 1868, ტოკიო— გ. 30 ოქტომბერი, 1903, იქვე) — იაპონელი მწერალი. მწერალ იამადა ბიმიოსთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ლიტერატურულ საზოგადოებას "სატუშის მეგობარი" (1888), რომლის იდეურ-შემოქმედებითი პოზიცია ძველი ლიტერატურის ტრადიციებთანაა დაკავშირებული. ავტორია რომანებისა "ორი მონაზენის სასიყვარულო აღსარება" (1889), "სურნელოვანი სასთუმალი" (1890), "ორი ცოლი", "ოქროს დემონი" (1897), პირველი ფსიქოლოგიური რომანისა იაპონურ ლიტერატურაში - "ბევრი გრძნობა, ბევრი სიმწარე" (1896).
ლიტერატურა
- ↑ 1.0 1.1 Find a Grave — 1996.
- ↑ Article database of deceased artists — Tokyo National Research Institute for Cultural Properties.