ოჩოსონდიუპის რეგიონი (ინგლ. Otjozondjupa Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი. ფართობი შეადგენს 105 185 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 143 903 ადამიანი[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ოჩივარონგო.
გეოგრაფია
რეგიონი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გარდამავალ კლიმატურ ზონაში ცენტრალური ნამიბიის უდაბნოს რეგიონებსა და ჩრდილოეთის ტროპიკულ რეგიონებს შორის. რეგიონის უმაღლესი წერტილია — ზღვის დონიდან 2340 მეტრი ომატაკოს მთებში.
ადმინისტრაციული დაყოფა
ადმინისტრაციული თვალსაზრისით ოჩოსონდიუპის რეგიონი იყოფა 7 ოლქად:
- Grootfontein
- Okahandja
- Okakarara
- Omatako
- Otavi
- Otjiwarongo
- Tsumkwe
ეკონომიკა
ოჩოსონდიუპის რეგიონის ეკონომიკის საფუძველია სამთომომპოვებელი მრეწველობა.
ღირსშესანიშნაობები
- ოჩოსონდიუპის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს როდესმე დედამიწაზე ადრე ნაპოვნ მეტეორიტებს შორის ყველაზე უფრო დიდი მეტეორიტი — ჰობა. ამ ძირითადად რკინისაგან შემდგარი კოსმოსური სტუმრის ასაკი, მეცნიერების აზრით, შეადგენს 190-დან 410 მილიონ წლამდე, წონა — 50-60 ტონამდე. დედამიწაზე მეტეორიტი დაეცა დაახლოებით 80 ათასი წლის წინ.
- გამოქვაბული დრახენჰაუხლოხი.
სქოლიო