„ოსტატი ჰაროლდი...და ბიჭები“ |
---|
ოფიციალური პოსტერი |
დამდგმელი რეჟისორი |
ლონი პრაისი |
---|
რეჟისორი |
ლენს გეუერი |
---|
პროდიუსერი |
მაიკლ ორე ზაჰირ გუდმან-ბიატი დევიდ პუპკევიჩი მორის რუსკინი |
---|
სცენარის ავტორი |
ნიკი რებელო |
---|
ისტორია |
ეტოლ ფუგარდი (პიესა) |
---|
როლებში |
ფრედი ჰაიმორი ვინგ რეიმსი პატრიკ მოფოკენგი |
---|
მუსიკა |
ფილიპ მილერი |
---|
დისტრიბუტორი |
Focus Films Spier Films Shoreline Entertainment |
---|
გამოსვლის თარიღი |
- 17 მარტი, 2010 (2010-03-17) (კეიპ-ვაინლენდსი)
|
---|
ხანგრძლივობა |
87 წუთი |
---|
ქვეყანა |
აშშ |
---|
ენა |
ინგლისური |
---|
ბიუჯეტი |
3 მილიონი აშშ დოლარი |
ოსტატი ჰაროლდი...და ბიჭები (ინგლ. Master Harold...and the Boys) — 2010 წლის ამერიკული დრამატული ფილმი, რომელიც დაფუძნებულია ატოლ ფუგარდის ამავე სახელწოდების პიესაზე, ხოლო გადაღებულია რეჟისორ ლონი პრაისის მიერ.[1] ფილმში მონაწილეობენ ფრედი ჰაიმორი[2] და ვინგ რეიმსი.[1][3][4][5][6]
სიუჟეტი
მოქმედება ვითარდება პორტ-ელიზაბეთში, სამხრეთ აფრიკაში, ადრეულ აპართეიდულ წლებში. ამბავი ჩვიდმეტი წლის ჰალის (ფრედი ჰაიმორი) შესახებაა. ის არის სამხრეთ აფრიკელი თეთრკანიანი ბიჭი, რომელსაც ცუდი ურთიერთობა აქვს საკუთარ ბიოლოგიურ მამასთან. ჰალი დილემის წინაშეა მამამისისა და შემცვლელი მამების, ფერადკანიანი ოფიციანტების, სახელად სემის (ვინგ რეიმსი) და უილის (პატრიკ მოფოკენგი) მოლოდინებისა და შეხედულებების გამო. ახალგაზრდა ჰალი ვალდებულია გაიცინოს მამამისის რასისტულ ხუმრობებზე და შეასრულოს დამამცირებელი სამუშაოები, როგორიცაა ღამის ქოთნების დაცლა. ამისდა მიუხედავად, სემი ჰალის არაერთი დადებითი გამოცდილების შეძენაში ეხმარება. მას შემდეგ, რაც საკუთარმა მამამ დაამცირა, სემი ჰალის ფრანის გაკეთებასა და ფრენაში დაეხმარება, რითაც აჩვენებს, თუ როგორ იამაყოს საკუთარი მიღწევებით.[4]
ერთ დღეს ჰალი იგებს, რომ მისი რეალური მამა, რომელიც მოძალადე და ალკოჰოლიკია, საავადმყოფოში დიდ ხნიანი მუშაობის შემდეგ სახლში ბრუნდება. ამ ამბით აღშფოთებული ჰალი ჯავრს თავის ორ ფერადკანიან მეგობარზე იყრის.
წარმოება
ფილმის გადაღება დაიწყო კეიპტაუნში, სამხრეთ აფრიკაში, 2009 წლის იანვრის შუა ხანებში და გრძელდებოდა ხუთი კვირის განმავლობაში. ორი საერთაშორისო მსახიობისა (ფრედი ჰაიმორი და ვინგ რეიმსი) და ამერიკელი რეჟისორის, ლონი პრაისის გამოკლებით, ეს ფილმი სრულიად სამხრეთ აფრიკულია. ფილმი წარმოებულია Waterfront Post-ის მიერ Spier Films-ის საავტორო უფლებებით. მუსიკა დაწერილია ფილიპ მილერის მიერ.
გამოსვლა
„ოსტატი ჰაროლდი...და ბიჭები“ აშშ-ში DVD-სა და Blu-ray-ზე გამოვიდა 2011 წლის 5 ივლისს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო