ოთარ ტატიშვილი (დ. 30 ნოემბერი, 1971) — ქართველი ექიმი, კინომსახიობი, რადიო და ტელეწამყვანი. პოპულარობა მოიპოვა სერიალში „შუა ქალაქში“ შესრულებული როლით.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სპეციალობით ექიმი-რადიოლოგი. მუშაობს ქალაქ თბილისის N1 რადიოლოგიურ განყოფილებაში. დაცული აქვს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ჰიპეროსტოზული კრანიოორბიტალური მენინგიომების ქირურგია“.
რესურსები ინტერნეტში