ოზაანის ამაღლების ტაძარი

ოზაანის ამაღლების ტაძარიX საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანთან.

ტაძარი მდებარეობს ტყით დაფარული ქვაბულის შუაგულში. დაზიანების მიუხედავად ჯერ კიდევ არის შემორჩენილი კედლის მხატვრობა[1]. შემორჩენილია, ასევე, ლაპიდარული წარწერა, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით მიეკუთვნება XII-XIII საუკუნეთა მიჯნას. იგი ასე იკითხება:

ვიკიციტატა
„ქრისტე ღმერთო, შეუნდვენ მიქაელს, ამინ[2]

2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა[3].

ლიტერატურა

სქოლიო