ობერჰაუზენი (გერმ. Oberhausen) — ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, რურის რეგიონში, მდინარე ემშერზე. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 212 945 ადამიანს შეადგენს. ქალაქი ცნობილია გერმანიაში უდიდესი სავაჭრო ცენტრით.
სახელი მიიღო 1847 წელს, როგორც რკინიგზის სადგურმა. ქალაქის სტატუსი 1874 წელს მიენიჭა, 1929 წელს კი მეზობელი სოფლების შეერთების ხარჯზე გაფართოვდა. 1945 წელი აპრილში, ობერჰაუზენი მოკავშირეთა მიერ დაიბომბა.
დაძმობილებული ქალაქები
- მიდლზბრო, გაერთიანებული სამეფო, 1974-დან
- ზაპოროჟიე, უკრაინა, 1986-დან
- ფრაიტალი, გერმანია, 1990-დან
- იგლეზიასი, იტალია, 2002-დან
- კარბონია, იტალია, 2002-დან
- მერსინი, თურქეთი, 2004-დან
გალერეა
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში