ნიუჩეპინგი (შვედ. Nyköping) — ქალაქი შვედეთში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე, სედერმანლანდის ლენის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა შეადგენს 29 891 ადამიანს.[1]
XVI საუკუნეში წარმოადგენდა მეფე კარლ IX-ის რეზიდენციას. მნიშვნელოვნად დააზიანა რამდენიმე ხანძარმა 1390, 1665, 1719, 1825 წლებში. 1719 წელს იგი თითქმის მთლიანად დაანგრია რუსეთის არმიამ. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ნიუჩეპინგის ციხე, რომლის მშენებლობაც XII საუკუნეში დაიწყო. ნიუჩეპინგზე გაივლის ევროპული ავტომაგისტრალი E4. 7 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს შვედეთის ერთ-ერთი უმსხვილესი აეროპორტი სკავსტა.
დაძმობილებული ქალაქები
გალერეა
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო